ოლიგარქის იზოლაციის პოლიტიკა ღრმავდება. ხელისუფლება დაუპირისპირდა ეუთო/ოდირს, ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელმაც რუსულ კანონთან დაკავშირებით უმწვავესი დასკვნა გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირის გაშავების მცდელობასთან ერთად, ოლიგარქის რეჟიმი არ წყვეტს ელჩებზე თავდასხმასაც - საგარეოში დაიბარეს ლიეტუვის ელჩი, ვილნიუსის კრიტიკის საპასუხოდ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ელჩ პიტერ ფიშერს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა ოცნების კოორდინირებული შეტევის კვალდაკვალ.